27 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ რომ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად საქართველოში გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთ - უკრაინის ომის შესახებ შეხვედრა გამართეს. 30-მა ორგანიზაციამ მთავრობას რეკომენდაციებით კიდევ ერთხელ მიმართა. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, საკუთარი პოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყველას გვადარდებს ის, რაც ხდება, ყველას გვადარდებს მთავრობის მიერ გაჟღერებული პოზიციები, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ისინი იღებენ და ის, თუ საითკენ მიდის ეს ქვეყანა,"-აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
 
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, გლოვის დღის გამოცხადება შესაფერისი ჟესტი იქნებოდა. 
 
"როდესაც მსგავსი მძიმე დღეებია, როგორიც გუშინ ვიხილეთ ბუჩაში, ცხადია, ასეთი დღეების მიმართ სიმბოლური აქტის, თუნდაც გლოვის დღის გამოცხადების გზით, უფრო მეტი სოლიდარობის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია თუ მინიმუმ იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხედავს იმ ტრაგედიის სიმძაფრეს, რომელიც უკრაინაში ხდება,"-აცხადებს გურამ იმნაძე. 
 
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ტრაგედიები ყოველდღე ხდება და ერთი დღის გამორჩევა შეუძლებელია. 
 
"ყოველი დღე არის გლოვის დღე და ყოველ დღეს ვართ ტრაგედიების მომსწრეები. შეიძლება გამოარჩიო ერთი ან მეორე დღე, მაგრამ აქ ხომ გამორჩევა შეუძლებელია,"-აცხადებს პაპუაშვილი. 
დღის ამბები