27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას - მამუკა მდინარაძე

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობას, იმის შესახებ რომ რუსეთმა კონტრაბანდული სანქცირებული პროდუქციისთვის, მათ შორის სამხედრო საქონლისთვის შესაძლოა  საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს მმართველ გუნდში პასუხობენ. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას უწოდებს: 

"სრული ლუსტრაციის დრო დადგა!

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!"- წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები