27 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
აგრარულმა კომიტეტმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

აგრარულმა კომიტეტმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

"მნიშვნელოვანი იქნება იმ რეფორმების დასაწყისში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გეგმავს პარლამენტის გასაძლიერებლად, ამის ფარგლებში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა განახლებული სამოქმედო გეგმის და ანგარიშის მოდელები, რომელიც, ძირითადად, ეფუძნება ერთის მხრივ თავად სექტორის ანალიზზე და უფრო ფართო განხილვას წარმოგვიდგენს სექტორის და კომიტეტის საქმიანობის და მეორეს მხრივ - სამოქმედო გეგმა, რომელიც, ძირითადად, დამოკიდებულია და დამყარებული არის ინდიკატორებზე, ანუ თვითშეფასების კრიტერიუმებზე," - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

დღის ამბები