უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის - ამ მოწოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია იმართება.
გაჟღერდება უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები და აჩვენებენ სპეციალურად ამ დღისთვის გადაღებულ ფილმს.
ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია, დემონსტრაციულად, კიდევ ერთხელ გამოხატონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ და დაგმონ რუსეთის აგრესია.
აქცია "ევროპული საქართველოს", "ტაბულას", "თავისუფლების ინსტიტუტისა" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" ინიციატივით დაიგეგმა.