შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია - ცესკომ პირველადი მონაცემები უკვე შეაჯამა, რომლის მიხედვით ორივე ოლქში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს.
ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ ხმების 69.1 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" - პარტიის კანდიდატს მათე ფუტკარაძეს 30.9 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა.
პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად გაიმართა შუალედური კენჭისყრა რუსთავი-გარდაბანის ოლქში. აქ 90.61%-ით გამარჯვებულია "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ბათუმის საკრებულოს და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდა. ცესკოს თავმჯდომარემ თქვა, რომ გამოვლენილ ხარვეზებს არჩევნების მიმდინარეობს პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.
ვიდრე ცესკო საბოლოო შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი 31 საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, უმეტესწილად საჩივრები აგიტაციის წესის დარღვევას, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას უშუალოდ უბანზე, ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, ასევე ელექტრონული მოწყობილობის გაუმართაობას შეეხებოდა. ცესკოში შეტანილ განცხადებებზე საჭირო გახდება თუ არა შემდგომი რეაგირება ეს განხილვის პროცესში გამოიკვეთება.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმისგან განსხვავებით არცერთი საჩივარი, თუ დარღვევა არ დაფიქსირებულ რუსთავსა და გარდაბანში. დათვლილია 121 უბანი, სადაც ხმების 90.70% "ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართვლოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიიღო. ირაკლი შატაკიშვილმა ამბობს, რომ დღეს მისი გამარჯვება რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების განვითარებას გულისხმობს
შუალედურ არჩევნებში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის არჩევაში მონაწილეობა 52 ათასამდე ადამიანმა მიიღო. ცესკო შემაჯამებელ ოქმს სამი კვირის ვადაში გამოსცემს.