ხანძარი ფოთში - ცეცხლი 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სართულზე გაჩნდა.
სრულად დაიწვა 2 ბინა, 2 კი ნაწილობრივ.
მიმდებარე სახლებიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. დაზარალებულებმა ვერ მოახერხეს პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანაც.
ამ დროისათვის ცეცხლი სრულიად ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის თქმით, დაზარალებულია 4 ოჯახი. მერიის პროგრამის ფარგლებში, დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით იქნებიან უზრუნველყოფილნი.