პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, თითქოსდა გამოხატული არასათანადო მოპყრობა თუ უპატივცემულობა, არ იქნა დადასტურებული. მისივე თქმით, პირიქით დადასტურდა, რომ ყველაფერი არის კანონის შესაბამისად.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მას აღარ სურს პატიმრებზე საუბარი.
"ეს კიდევ ერთი ასე ვთქვათ სიცრუის პროპაგანდის, ამ ცილისწამების საპასუხოდ, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, თითქოსდა გამოხატული არასათანადო მოპყრობა თუ უპატივცემულობა, არ იქნა დადასტურებული, პირიქით დადასტურდა, რომ ყველაფერი არის კანონის შესაბამისად, მე აღარ მინდა რომ პატიმრებზე ვისაუბრო, ძალიან ბევრი გვაქვს ნალაპარაკები, ახლა ჩვენ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ხალხს,"- განაცხადა პრემიერმა.