ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, "მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
"ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.