27 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
რუსების ტყვეობაში უკრაინის 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელია- უკრაინის ვიცე-პრემიერი

რუსების ტყვეობაში უკრაინის 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ხალხის ევაკუაციას მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში. ამ მიმართულებით ჰუმანიტარულ დერეფანს შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილებითაც შეუერთდეთ. ევაკუაციის პროცესის დასაწყებად ველოდებით ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას. რუსების ტყვეობაში უკრაინის 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელია. ჩვენ მათზე, ისევე როგორც სხვა გაუჩინარებულ სამოქალაქო პირებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ვაწვდით ინფორმაციას და მათი დახმარებით რუსეთის ფედერაციისგან ვითხოვთ ინფორმაციის მოწოდებას, ტყვეების ადგილმდებარეობასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ," - განაცხადა ირინა ვერესჩუკმა.

დღის ამბები