27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
17 წლის ბიჭი წყალში ფოტოს გადაღებისას გადავარდა - წყალტუბოში, მდინარეში გაუჩინარებულ ბიჭის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს 

წყალტუბოში მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული მოზარდის კვალს მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. როგორც "კურიერთან" ადგილობრივებმა განაცხადეს, 17 წლის ბიჭი მდინარის პირას ფოტოს გადასაღებად ჩავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

მოზარდის გაუჩინარება ოჯახის წევრებმა მალევე შენიშნეს, მისი წყლიდან გამოყვანა მამა სცადა, თუმცა ბიჭი წყლის დინებამ გაიტაცა. 

მაშველთა ჯგუფი სოფელ ლეხიდრისთავში რჩება. მოზარდის სამძებრო სამუშაობი ხვალ დილიდან გაგრძელდება. 

დღის ამბები