27 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
​თურქეთი მზადაა, უკრაინას მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გემები მისცეს - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუს აქარმის განცხადებით, თურქეთი მზადაა უკრაინას მიაწოდოს გემები  მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების ზღვით ევაკუაციის ორგანიზებისთვის. მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხში კოორდინაციაშია უკრაინისა და რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

"ანკარას მზადყოფნა ევაკუაციის პროცესის მხარდასაჭერად თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს გადაეცა, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით. ჩვენ ასევე კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ძალისხმევას უკრაინის ხელისუფლებასთან ამ ქვეყანაში სამხედრო ატაშეს მეშვეობით", - განაცხადა აკარმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აგრძელებს.

თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ისაუბრა ტელეფონით უკრაინელ და რუს კოლეგებთან ალექსეი რეზნიკოვთან და სერგეი შოიგუსთან. მისი თქმით, რეზნიკოვთან სტამბოლში პირადი შეხვედრაც ჰქონდა.

"შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა", - ხაზგასმით აღნიშნა აქარმა.

დღის ამბები