28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მინიმალური შანსი გვაქვს, რომ საყოველთაო იმუნიზაცია Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna- ვაქცინებით შევძლოთ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს მინიმალური შანსი აქვს, რომ საყოველთაო იმუნიზაცია Pfizer-ისAstraZeneca-ს და Moderna- ვაქცინებით შეძლოს. რისი მიზეზიც, მისი განმარტებით, პრეპარატების არასაკმარისი რაოდენობაა.

"დღეს რეალურად საქართველოს აქვს უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში მინიმალური შანსი და პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენ საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი რაოდენობა ამ ვაქცინების გვქონდეს. იგულისხმება Pfizer-ი, AstraZeneca, Moderna და მსგავსი ტიპის ვაქცინები.

მეორეს მხრივ მოცემულობა, როდესაც მესამე ტალღის წინაშე დგას უკვე ქვეყანა, აღმავალია ციფრები და ჩვენ არ ვიცით ეს სად გაჩერდება და რა გამოწვევებს გვიქადის, თუნდაც იმ ახალი შტამებიდან და ვარიანტებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვენდეთ და შევძელით Sinopharm-is ვაქცინის ქვეყანაში დაშვება ჩვენმა სახელმწიფომ, ეს გახლავთ უნგრეთის აღიარება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას 2009 წლის მერე აქვს ასე ვთქვათ საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვით მითითებული ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, დაახლოებით 37-ია თუ არ ვცდები, აძლევს ქვეყანას საშუალებას ნებისმიერი მედიკამენტი ან ვაქცინა ამ ქვეყნებში თუ რომელიმე ერთში არის აღიარებული, პარალელური ექსპორტით, გამარტივებული წესით საქართველოში შემოიტანოს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები