28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები - ოპოზიცია პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას მოუწოდებს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს კანონს ვეტო დაადოს.

პარტიების ნაწილისთვის ცვლილებები სამოქალაქო აქტივისტების დაშინების მცდელობად აღიქმება.

თუკი პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ ოპოზიცია პარლამენტში საქმიანობის დაწყებისთანავე ახალ კანონპროექტს დააინიცირებს და ცვლილებების გაუქმებას მოითხოვს. მომდევნო კვირიდან ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოში აქტიურ მუშაობას აანონსებენ, მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები გახდა.

ოპოზიციის გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გამო "ქართულ ოცნებას" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც აკრიტიკებს და იმედგაცრუებას გამოთქვამს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე კომუნიკაცია პარტნიორებთან ექნებათ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები გუშინ დაჩქარებული წესით მიიღეს, ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ასევე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

დღის ამბები