28 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
57 ბავშვის გასაიდუმლოებული ცხოვრება ნინოწმინდის თავშესაფარში - არასრულწლოვნებს ეკლესიის პანსიონატში შუა საუკუნეების მეთოდებით სჯიან

"კურიერი" კვლავ ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში, სადაც შუა საუკუნეების დასჯის მეთოდები მოქმედებს. გალავანს მიღმა "კურიერის" კამერამ პირველმა შეიხედა. ყველაზე ჩაკეტილი დაწესებულების ისტორია და აკრძალულ ზონაში შესვლის მცდელობა უკვე წლებს ითვლის. ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარები, გაფრთხილების გამო, საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან, დუმილი დღეს მხოლოდ რამდენიმემ დაარღვია.

ნინოწმინდაში მდებარე საპატრიარქოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში 57 ბენეფიციარი ცხოვრობს. კედლებს იქით აღსაზრდელების გასაიდუმლოებული ცხოვრების წესზე ინფორმაცია ნაკლებია, აღზრდის უმკაცრეს მეთოდებსა და სავარაუდოდ, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატი საუბრობს. ოფიციალურად, თავშესაფრის კარი კვლავ ჩაკეტილია. მედიას შიდა სივრცეში შესვლა სასტიკად აკრძალული აქვს. კომუნიკაციაზე უარს აცხადებს დაწესებულების ადმინისტრაციაც.

ბავშვთა სახლში ბენეფიციარების მიმართ ძალადობის ფაქტები და დასჯის შემთხვევები  ომბუდსმენის წინა მოკვლევით გამოვლინდა. განმეორებითი მონიტორინგის სურვილის, არაერთი მცდელობის და თხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატს თავშესაფარში შესვლა აეკრძალა.

მორიგი უარი სასამართლოდან სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაზე "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" უთხრეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი რეაგირებისკენ მთავრობას მოუწოდებენ. ბავშვთა უფლებებისთვის სამართლებრივ ბრძოლას მესამე სექტორი არ წყვეტს. მორიგი სარჩელიც მომზადდა და საქალაქო სასამართლოს უარი ზემდგომ ინსტანციაში სააპელაციოში გასაჩივრდა.

 

დღის ამბები