28 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გამო, შესაძლოა, თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს

ჯო ბაიდენმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ამერიკის პრეზიდენტმა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი აღიარა. ეს მისი დაპირება იყო ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ოფიციალური ერევანი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ამ ტერმინის დასამკვიდრებლად, თუმცა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თურქეთი.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბაიდენმა ერდოღანს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირადად შეატყობინა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბოს.

 

ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები