28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
უკრაინა ომის ზღვარზეა - კიევმა გერმანიას თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება სთხოვა

უკრაინა ომის ზღვარზეა. კიევმა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, გერმანიას თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება სთხოვა.

ოფიციალური კიევი ბერლინისგან "სიი სფირის" საზენიტო რაკეტების, "ჯი დი ემ-008 მილენიუმის" საზენიტო იარაღისა და "სი ქეტ და სი ფოქსის" უპილოტო წყალქვეშა სისტემებით დახმარებას სთხოვს.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან ესკალაციის მცდელობები შემცირდა.

კიევი ომისთვის მზადებას განაგრძობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქვეყანა ომის შემთხვევაში უკან დახევას არ აპირებს.

შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის განცხადებით, რუსეთს, ომის შემთხვევაში მოუწევს გაცილებით ძლიერ არმიას დაუპირისპირდეს, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

დღის ამბები