28 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება - მიტროპოლიტი პეტრე კლიმენტი კეკუტიაზე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს - კლიმენტი კეკუტიას მონასტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა. 

"მას შემდეგ, რაც მე მონასტერი დავაარსე და დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა.

შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება," - აცხადებს პეტრე ცაავა. 

მისივე თქმით, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ანტიქრისტიანული აზროვნების მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისგან. 

კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დაპირისპირება მოჰყვა - სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მოითხოვდა, მას ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები