28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ჩვენი მთავარი ამოცანაა, შემდგომშიც სახელმწიფოებრივად მაღალი პასუხისმგებლობით შევძლოთ ახალი ფურცლის გადაშლა - ანრი ოხანაშვილი

ახალ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მოლოდინები პოზიტიურია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კახა კუჭავა გახდება გარანტორი ახალი პოლიტიკური ფურცლის გადაშლის, რომელმაც საკანონმდებლო საქმიანობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია სრულფასოვნად ჩართოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, შემდგომშიც სახელმწიფოებრივად მაღალი პასუხისმგებლობით შევძლოთ ახალი ფურცლის გადაშლა, დავიცვათ ყველამ შარლ მიშელის, ევროკავშირის ეგიდით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელზეც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო პასუხისმგებლობა. ეს არის მთავარი არსი, შევძლოთ, გადავფურცლოთ, გადავიაზროთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომებით სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს საზოგადოებას," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები