28 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
შეთანხმება არის, რომ კანონპროექტი უნდა შეეხოს მათ, ვის წინააღმდეგაც არის უკვე დაწყებული სამართლებრივი დევნა - სალომე სამადაშვილი

რა ჩაიწერება ამნისტიის კანონში, ერთობლივი კანონპროექტი ჯერ არსებობს, თუმცა ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაწყებულ საქმეებს არ უნდა შეეხოს ამნისტია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს დაზარალებულის თანხმობა.

"შეთანხმება არის, რომ ეს კანონპროექტი უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც არის უკვე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა და დადგენილი პირთა წრე. ეს არის 16 მანიფესტანტი და 3 პოლიციელი. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს დაზარალებულის თანხმობის პრინციპი,"-აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.  

დღის ამბები