28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ამნისტია გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად - გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არავის მისცემენ საშუალებას, უკვე მიღწეული შეთანხმება ჩაშალონ. როგორც მან ოპოზიციასთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამნისტია აუცილებლად გამოიცემა და გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად - გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც მხარეები თანხმდებიან.  

"გაიცვალა პოზიციები, არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, არის რესურსი პოზიციების შეჯერების, თუ ყველას გვინდა, რომ შეთანხმება შედგეს.

როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისოდ დადგენილი წესისა, ამას შეასრულებს "ქართული ოცნება",- აცხადებს ოხანაშვილი.

​დღევანდელ შეხვედრას ელჩები არ ესწრებოდნენ.

დღის ამბები