პარიზში სამართალდამცველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენამდე ჯიჰადისტურ ვიდეოებს უყურებდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
თავდასხმის მომენტშიც, რა დროსაც პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ის ალაჰს ახსენებდა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს. მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირება. ის ტუნისის მოქალაქეა. ტუნისის საელჩო ფაქტს გამოეხმაურა და პოლიციელზე თავდასხმა დაგმო.