28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"არა ნამახვანჰესს" - ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა

"არა ნამახვანჰესს" - ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეები ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ერთი რეგიონის პრობლემა არ არის, ამიტომ, საჭიროა მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა და საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება. მათი თქმით, ხელისუფლებამ არ შეასრულა დანაპირები და არ ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას.

სოლიდარობის აქცია ბათუმელებმა გუშინაც გამართეს.

დღის ამბები