ბზობის დღესასწაული მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა იერუსალიმშიც აღნიშნეს. მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის ტაძარში საღმრთო ლიტურგია საბერძნეთის პატრიარქმა თეოფილე მესამემ აღასრულა.
მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ რელიგიურ დაწესებულებეშიც შეიკრიბონ. თუმცა კვლავ შეზღუდული რჩება უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმოსვლა.
ბზობის დღესასწაულს, განსაკუთრებით კი აღდგომის კვირას, იერუსალიმში ათასობით მართლმადიდებელი იკრიბება, თუმცა პანდემიის გამო მომავალი აღდგომის ცერემონიალი უცხოელი ვიზიტორების გარეშე ჩაივლის.