კოლუმბიის ჯუნგლებში დაკარგული გერმანელი ტურისტი ადგილობრივმა სამხედროებმა იპოვნეს. დენიელ ფროლიენი 13 აპრილს გაუჩინარდა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
გერმანელმა ტურისტმა განაცხადა, რომ უძველეს შამანურ რიტუალში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც იაგესის ჩაი მიიღო. ფსიქოდელიური ჩვენებების გამო კი დეზორიენტაცია დაემართა.
დენიელ ფლორიენი ამჟამად მკურნალობას პუტუმაიოს კლინიკაში გადის.