28 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მედიატორების დოკუმენტის ყველა პუნქტის იმპლემენტაციისთვის მზად არიან

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არა მარტო ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ - მედიატორების მიერ შექმნილ დოკუმენტში გათვალისწინებულ ყველა პუნქტთან დაკავშირებით მზად არიან, მოხდეს სრულყოფილი იმპლემენტაცია.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მხრიდან ამ მზადყოფნის დამადასტურებელი შარლ მიშელის დოკუმენტზე "ქართული ოცნების“ წევრების ხელმოწერა იყო.

"უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა ერთობლივად და დავიცვათ სამართლიანობის პრინციპი, ასე რომ, ჩვენ გვაქვს განწყობა, რომ სწორედ ამ ჩარჩოს მიხედვით ვიმოქმედოთ და იმედი მაქვს, რომ ხელმომწერი მხარეებიც აიღებენ ამ პასუხისმგებლობას.

ჩვენი პრინციპული ამოცანა არის, რომ აბსოლუტურად ყველა პუნქტი უნდა იყოს დაცული და განხორციელებული, რადგანაც ეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნის უკეთესი ევროპული მომავლისათვის. ის მხარეები, ვინც ამ პრინციპებს არ დაიცავენ უნდა ესმოდეს ჩვენს საზოგადოებას, რომ სინამდვილეში წავლენ არა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არამედ დაუპირისპირდებიან ევროკავშირს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები