პარიზის დისნეილენდი ვაქცინაციის მასშტაბურ ცენტრად გადაკეთდა. მიკი და მინი მაუსების სახლში, დღეიდან საფრანგეთის ნებისმიერ მოქალაქეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან.
აცრის მსურველებს დისნეილენდში 60-ზე მეტი ექიმი და ექთანი მხოლოდ შაბათ-კვირას მოემსახურება.
ამ დრომდე საფრანგეთში, სრულად თითქმის ხუთი მილიონი ადამიანია აცრილი.