28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მოულოდნელი განცხადება და როტაცია მმართველ პარტიაში - რა უძღოდა წინ არჩილ თალაკვაძის გადადგომას

როტაცია მმართველ პარტიაში - არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, მის სავარძელს კახა კუჭავა დაიკავებს, კუჭავას ნაცვლად ვიცე-სპიკერის პოსტს კი ისევ თალაკვაძე დაიკავებს.

დღეს მმართველი პარტიის ოფისში, უმრავლესობა არჩილ თალაკვაძის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების არგუმენტებს ისმენდა. უკვე სხდომის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კი თალაკვაძემ საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა - სპიკერი პოზიციაზე.

"ქართული ოცნების" ოპონენტებს როტაციის შემდეგ განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ, მათი შეფასებით, მმართვე გუნდში რღვევა ისედაც დაწყებული იყო. კონკრეტულად ამ ცვლილების შესახებ კი ფიქრობენ, რომ ოპონენტენს შორის მოლაპარაკებებისას თალაკვაძის პოზიციით "ქართული ოცნება" უკმაყოფილო დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებებს "ოცნების" გუნდში პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და კახა კუჭავას ამერიკაში და ევროპაში ვიზიტები უძღოდა. დღეს კი პარტიის ოფისში ვიზიტის შედეგების განხილვის შემდეგ, მე-10 მოწვევის პარლამენტში ცვლილებების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ქართული ოცნების" პირობებში ერთი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება მეორედ მოხდა. წინა შემთხვევაში, 20 ივნისის მოვლენებისას, თნამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

დღის ამბები