ბალის ზღვაში გუჩინარებული წყალქვეშა ხომალდის კვალს მიაგნეს - euronews-ის ინფორმაციით, ინდონეზიელმა მაშველებმა სავარაუდოდ, გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდის ფრაგმენტები იპოვეს, რომელზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა.
ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგული წყალქვეშა ნავი დაახლოებით, 700-800 მეტრის სიღრმეზე, სავარაუდოდ, ბალის ჩრდილოეთ სანაპიროდან 90 კმ-ის დაშორებით უნდა მდებარეობდეს.
"აღჭურვილობის ელემენტების აღმოჩენა მიუთითებს წყალქვეშა კორპუსზე ხვრელების გაჩენას მაღალი წნევის გამო,"- თქვა რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა, ადმირალმა იუდო მარგონომ.
ექსპერტები ნავის ჩაძირვის სავარაუდო ვერსიად ხომალდზე ელექტრომომარაგების კოლაფსს განიხილავენ, რამაც შესაძლოა, ჟანგბადის მიწოდების პრობლემას შექმნა.
წყალქვეშა ნავი, რომელიც კუნძულ ბალისთან სასწავლო წვრთნაში იღებდა მონაწილეობას 21 აპრილს გაუჩინარდა.