28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
როტაცია მმართველ პარტიაში - არჩილ თალაკვაძის გადადგომას ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გუნდის რღვევად აფასებს

როტაცია მმართველ პარტიაში - არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, მის შემცვლელად კი "ქართულმა ოცნებამ" კახა კუჭავა დაასახელა. აღნიშნულ ცვლილებას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში რღვევა გრძელდება.

ოპოზიციისთვის თალაკვაძის არგუმენტი, რომ მოლაპარაკების პროცესში მისი აქტიურობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, გადაწყვეტილების მიღებისას, არის გაუგებარი. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უფრო იმას მიანიშნებს, რომ მმართველ გუნდში კრიზისია.

ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებაში" შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს, ფაქტობრივად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს იმას ნიშნავს, რომ არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის სწორედ ვადამდელი არჩევნები.

ამ გადაადგილებებით რეალურად არაფერი არ იცლება, ვინც არ უნდა მოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და თან რომ გვეუბნებიან ნეიტრალური ფიგურა იყოსო, ქართული ოცნების წარმომადგენელი ნეიტრალური ფიგურა როგორ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, რა ლოგიკა ამაში საერთოდ," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ლელოს" წევრის ლევან სამუშია მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძეს მმართველ გუნდში შეთანხმება არ აპატიეს. 

დღის ამბები