28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"არა ნამახვანჰესს" - სამოქალაქო აქტივისტებმა ფოთში სოლიდარობის აქცია გამართეს

"არა ნამახვანჰესს" - მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.

აღნიშნული ქმედებით რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ და მოქალაქეებს თანადგომისაკენ მოუწოდეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი გმობენ ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლებას კი ხალხთან დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.

ასევე ამბობენ, რომ მანამ, სანამ ნამოხვანში არსებული პროცესები ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება, ყოველ დღე, შეიკრიბებიან ქალაქის ცენტრში და ასე შეეცდებიან პროტესტის გამოხატვას.

დღის ამბები