28 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავს

კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა გორში, საოლქო პროკურატურასთან, საპროტესტო აქცია გამართეს.

ნოდარ ღუნაშვილის ​ოჯახის პროტესტი შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტში გარდაცვლილის მეუღლის მონაწილეობამ გამოიწვია. მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ნოდარ ღუნაშვილის ყოფილი მეუღლე მკვლელობის მონაწილეა. 

გარდაცვლილის დედა გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს - არ მოხდეს საქმის მასალების გაყალბება.

გარდაცვლილის ახლობლები ხვალ, 12 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე 14 მარტს იპოვეს. სამართალდამცველებმა საქმეზე ბრალი გარდაცვლილის მეგობარს წაუყენეს. 

დღის ამბები