"არა ნამახვანჰესს, სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს" - ბათუმში ნამახვანჰესისი პროექტის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მოქალაქეები დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები ხელისუფლებამ არ შეასრულა, მთავრობა იცავს კერძო ინვესტორის ინტერესებს და არ ითვალისწინებს საზოგადოების პროტესტს, ამიტომ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.