28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - დაზიანებული კაბელების შეკეთებისას მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა.  

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა. 
მიღებული დამწვრობით ელექტრიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე პოლიცია მობილიზებული.

კომპანიის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ მომხდარის მიზეზების ახსნა უჭირთ და ამბობენ, რომ კაბელების შეკეთება ყველანაირი წესის დაცვით ხდებოდა და დენი არ უნდა ყოფილიყო.

დღის ამბები