28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
საია-ს კომპეტენციაში სერიოზული ეჭვი შემაქვს - გიორგი ვაშაძე

"ღამის კურიერის" ეთერში "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამნისტიის კანონის შესახებ საიას პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ კომპეტენციაში ეჭვი შეაქვს.

"დღეს გამოვიდა ბევრი იურისტი, რომლის კომპეტენციაშიც სერიოზული ეჭვი შემეპარა. განსაკუთრებით გამიკვირდა საიას გაუგებარი განცხადება. 

პირველ დღეს ამ შეთანხმებაზე იძახის, რომ აუცილებელია და მეორე დღეს იძახის, რომ უნდა გადაიხედოს ეს ყველაფერი. 

ხელმძღვანელი ამბობს, რომ არაადამიანურ მოპყრობაზე არ უნდა გავრცელდესო და უნდა იცოდეს იურისტია, რომ ამაზე ისედაც ვერ გავრცელდება, რადგან ამას კონვენცია იცავს. 

როგორც კი კანონპროექტი დარეგისტრირდება ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ეს ყველამ ერთად უნდა გავიაროთ,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები