28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობს- ტახტისძირისა და დვანის მოსახლეობის მიწები დღეს ახალი ნიშნულის მიღმა მოექცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო "ბორდერიზაციის" მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას.

სუს-ის ცნობით, ისინი ამ ორ სოფელში, 20 აპრილს, დილით, ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა.

გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები