28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების ზუსტ დროს ასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების ზუსტ დროს ასახელებს - სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლის დღეს 27 აპრილს გამოიცემა.

"საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.
იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!"- აღნიშნულია განცხადებში.

პრეზიდენტის განცხადება სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დღის ამბები