28 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას გათავისუფლების მესამე გზაზე ალაპარაკდა - ენმ-ს თავმჯდომარის საკითხი ბრიუსელში განიხილეს

ნიკა მელიას გათავისუფლების რა მესამე ალტერნატიულ ვარიანტზე მსჯელობს ხაზარაძე ევროკავშირის წარმომადგენლებთან - "ლელო" ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურებზე მამუკა ხაზარაძე იდეის შინაარსს არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთნ მელიას ციხიდან გამოსვლის ალტერნატიულ გზას განიხილავს. "ლელოს" ლიდერს იმედი აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თავად მიიღებს მონაწილეობას ამნისტიის პროექტზე მუშაობაში.

ბრიუსელში შეხვედრებს მართავს მმართველი პარტიაც. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე იმსჯელეს.

"ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ მმართველ გუნდს, მივესალმები ხელისუფლებას და ოპოზიციას" - ასე იწყება ევროპარლამენტარების კომენტარები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

ბრიუსელში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. მას შემდეგ რაც მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და შარლ მიშელმა საქართველო დატოვა, ახლა ყველა დოკუმენტის იმპლემენტაციას ელოდება. ევროკავშირს იმედი აქვს, რომ მელიას გათავისუფლების პროცედურები ახალი ბარიერი არ გახდება.

დღის ამბები