28 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის იმპლემენტაცია, დაკავებულებთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას - სვენ მიქსერი

ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის განცხადებით, მნიშვნელოვანია არჩეულმა წევრებმა ადგილი დაიკავონ პარლამენტში, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის იმპლემენტაცია, ამიტომ დაკავებულ პირებთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"შეთანხმების მიღწევა პოზიტიური განვითარებაა. ესაა გზა პოლიტიკური და საპარლამენტო პროცედურების განახლებისკენ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არჩეულმა წევრებმა ადგილი დაიკავონ პარლამენტში, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის იმპლემენტაცია.

გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაკავებულ პირებთან დაკავშირებით. ბევრი საკითხია, საარჩევნო კოდექსი, სასამართლო სისტემის რეფორმა, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნა და შემდეგი ნაბიჯი ადგილობრივი არჩევნებია, რომელიც პოტენციურად კიდევ ერთი პოლიტიკური ესკალაციის მატარებელია, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დაძაბულია ნებისმიერ დემოკრატიაში.

მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები დააფასებენ ამ შესაძლებლობების მნიშვნელობას გააგრძელონ პოლიტიკური პროცესი და წინააღმდეგობა გაუწიონ შემოდგომი ესკალაციის ცდუნებას. ვფიქრობ, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის გადადგან შემდგომი ნაბიჯი ევროატლანტიკური მიმართულებით.

რამდენადაც მე ვხვდები, არის 2 პარალელური საკითხი 2 რამეზე, რაც შეიძლება, რომ მოხდეს მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გირაო და ამნისტიის კანონი, რომელიც იქნება განხილული პარლამენტში. იმედი მაქვს, ეს არ იქნება ბარიერი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის,"- აცხადებს სვენ მიქსერი.

დღის ამბები