28 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
არ მაქვს განწყობა რომ მელიას მიმართ პატიებას არ ვუშვებ, ვერ დავაყვედრი რომ მის გათავისუფლებას ხელი მოვაწერეთ - გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდისთვის მელიას გათავისუფლების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა კომპრომისია, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან მას ის პარტიები, რომლებიც დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ის არ დააყვედრის ნიკა მელიას, რომ მისი გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"ამ შემთხვევაში მელია არ წარმოადგენს იმ პირს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მათ სააკაშვილი კარნახობს. მე არ მაქვს ის განწყობა, რომ მელიას მიმართ პატიებას არ ვუშვებ, არც ვაყვედრი და ვერც დავაყვედრი იმას, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს იმიტომ კი არ კეთდება, რომ რომელიმე პარტია გრძელსულოვანია მეორე პარტიის მიმართ, ეს კეთდება იმიტომ, რომ საზოგადოების შეკვეთაა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები