28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
როდის დაიწყება შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება - შალვა პაპუაშვილის განმარტება

როდის დაიწყება შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება  - "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შეთანხმების ზოგიერთ პუნქტს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეპუტატების კრიტიკულმა რაოდენობამ მოწეროს შეთანხმებას ხელი. 

"რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს - საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სავარაუდო დანაშაული აქვთ ჩადენილი, ან - სასამართლოს მიერ დამტკიცებულად დანაშაული აქვთ ჩადენილი," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერში".

წამყვანის კითხვაზე, თუ არ არიან ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები, რა სტატუსით გაათავისუფლებენ მათ პატიმრობიდან, პაპუაშვილი პასუხობს : 

"არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო, მისი სტაბილურობა, ჩვენი საზოგადოების სტაბილურობა და აშანტაჟებენ ამ 2 საქმით.

სწორედ აქედან გამომდინარე რომ ეს იყო დაუსრულებელი საგა, იყო ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან რეკომენდაცია, რომ ერთი - 20 ივნისთან დაკავშირებით გამოცხადებულიყო ფართო ამნისტია, რომელიც შეეხებოდა ყველა პირს, რომელიც ბრალდებული არის სხვადასხვა გადაცდომისთვის.

შემოთავაზების არსი იყო ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომ - მოდით, ეს საკითხი თქვენი ახლო წარსულიდან გადაშალეთ."

დღის ამბები