28 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
გადავდგათ პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ მოხდეს დაპირისპირების  დეესკალაცია ქვეყანაში - ხათუნა სამნიძე  

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოაწერეს, საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებს განმარტავენ. 

"პარტიების უმრავლესობამ ხელი მოვაწერთ და შევთანხმდით, რომ ამით გადავდგათ პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ მოხდეს ამ ქვეყანაში დეესკალაცია დაპირისპირების,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით კრიზისის განმუხტვა იწყება. 

"კრიზის განმუხტვა ამ დოკუმენტზე ხელმოწერით უკვე დაიწყო, ოღონდ ყველაფერი დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გავაგრძელებთ ამ პროცესს,“ - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დოკუმენტზე ხელმომწერებს შორის არის პარტია "ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.

"შემდგომი ნაბიჯები იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები