28 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"დღეს ჩემთვის ემოციური დღეა" - კარლ ჰარცელი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალზე

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა"  ხელმოწერის ცერემონიალი მიმდინარეობს. 

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის დღეს განსაკუთრებით ემოციური დღეა, რადგან დასრულდა 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მოდერაციის პერიოდი, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. 

"დღევანდელ შეთანხმებაზე ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, იწყება ახალი თავი ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს ვინც აქ ვართ შეკრებილი მარტო ის ხალხი კი არ არის, ვინც ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც," - განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები