28 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ნავალნის გული, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გაუჩერდეს - რუსი პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ექიმები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში მოკვდება, თუ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ, ამის შესახებ BBC წერს. 

მათი თქმით, სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ნავალნის გული, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გაუჩერდეს, ან - თირკმლის უკმარისობა განუვითარდეს. 

სამედიცინო დახმარების მოთხოვნით რუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა, მას ზურგის გაუსაძლისი ტკივილი და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა აღენიშნებოდა. 

ნავალნის ოთხმა ექიმმა, მათ შორის - მისმა პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასილიევამ წერილით ციხის ადმინისტრაციას მიმართეს და სთხოვეს, პოლიტიკოსს დაუყოვნებლივ მისცენ სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება.

ექიმების მიმართვის შემდეგ ნავალნი ციხის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელია". 

44 წლის ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში სიკვდილს გადაურჩა - ის ქიმიური ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ნავალნიმ მომხდარში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, ბრალდებას კრემლი უარყოფს. 

ოპოზიციონერის ცოლის, იულია ნავალნაიას ინფორმაციით, პატიმარი პოლიტიკოსი ახლა 76 კგ-ს იწონის.  

ამავე თემაზე
დღის ამბები