28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ხელი მოაწერონ მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც, იძულებულს ხდის "ნაციონალურ მოძრაობას", მათაც მოაწერონ ხელი შემოთავაზებულ შეთანხმებას. 

ამის შესახებ მამუკა მდინარაძე "ფეისბუქზე" წერს. 

"1. 43 პროცენტს არ აქვს არანაირი ლოგიკა. არც სხვა რაიმე პროცენტს გარდა 40%-სა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში და ე. წ. "ჩამკეტშიც" აისახა, რადგან ამაზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში გამარჯვებული პარტია ვერანაირი კონფიგურაციით მოიპოვებს ხელისუფლებას. 

2. ჟორიკა რურუა ცნობილი კრიმინალია და მისი სახელის და გვარის ხსენება ამ პროცესების მიმდინარეობისას ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, მათი მხრიდან საზოგადოებაზე წარმოდგენაზე, მოკლედ, მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და სინდისზე მეტყველებს. უნდათ? - იყოს მათი სახე!

3. მთავარი: "ქართული ოცნება" არის ყველაზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც აჩვენებს უპრეცედენტო ხარისხს ამ პასუხისმგებლობისა საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე და მიდის ამ კომპრომისზეც - ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც. 

ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ - მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს. 

ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე! 

P. S. უპირველესი საქართველო და ქართული საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის სადაა სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და გულწრფელ პროფესიონალებსაც კარგად არჩევს სხვებისგან!.." - წერს მდინარაძე. 

დღის ამბები