ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
30 წლის მამაკაცმა, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, კლინიკა გვაინ ღამით დატოვა.
შემთხვევა სოფელ კაბალში იმ დროს მოხდა, როდესაც სამართალდცველები 40 წლის მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ.
ინციდენტამდე ქამილ ნამაზოვს კონფლიქტი ოჯახათან ქონდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.
დასახმარებლად მისულ სამართალდამცველებს კი ნამაზოვი წინააღმდეგობას უწევდა და სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა ხელის არეში ბასრი საგნით მსუბუქი დაზიანება მიიღო.
დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
40 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.