28 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
შარლ მიშელის ახალი დოკუმენტით, თუ "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნება

ახალი 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა - რა წერია ახალ დოკუმენტში.

შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით, ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.

"თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს, უნდა გაიმართოს 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთანავე აუცილებელია მომავალი არჩევნების ფარგლებში სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების საბოლოო ანგარიში, რომ არჩევნები შედგა, თუმცა იყო დარღვევები, რომლებმაც ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და შესაბამისად შეიქმნა აუცილებლობა მათი მოთხოვნების გათვალისწინების," - წერია შეარლ მიშელის ახალ შეთავაზებაში.

შეგახსნებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40% ამოქმედდეს.

როგორც მაშინ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს კონსტრუქციულ ოპოზიციას  საშუალებას მისცემს, ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და თუ მართლა სურთ პარლამენტში შესვლა,  პარლამენტში შევიდნენ.

დღის ამბები