28 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ დაკორექტირდება, ეს ვარიანტი არ არის მისაღები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით - გიგა ბოკერია შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი დაკორექტირდება. მისი თქმით, ეს ვარიანტი არ არის მისაღები ვადამდელ არჩევნეთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ახალ დოკუმენტზე კონსულტაციები გაიმართება.

"ჯერ არავინ არ აწერს ხელს. ჯერ პროცესში ვართ და ჯერ მთავრობა არ მოსულა შეხვედრაზე, ვინ რაზე უნდა მოაწეროს ხელი. მე მაინც იმედი მაქვს, რომ დაკორექტირდება. ეს ვარიანტი არ არის მისაღები ვადამდელ არჩევნეთან დაკავშირებით, ახლა როგორც წერია, ეს ვარიანტი არ არის მისაღები, მაგრამ ამაზე ბუნებრივია გვექნება პარტიის შიგნითაც და პარტნიორებთანაც საუბარი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები