28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი არ მოსწონს და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს ვერ განმუხტავს.

ჯაფარიძის თქმით, ხელმოწერამდე ის კონსულტაციებს გაივლის, როგორც საკუთარ პარტიაში, ასევე კოლეგებთან.

"დოკუმენტი არის უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმი არის ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა, თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი. 

ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები, რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამისა შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე ასევე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები