"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ნიკა წურწუმიას, რომელიც "საქართველოს ბანკში" იარაღის მუქარით შეიჭრა და მძევლები აიყვანა, დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მან სასამართლო სხდომაზე გამოსვლისას დაასახელა კონკრეტული პირი, იპოთეკარი, რომელიც ბინის წართმევით ემუქრებოდა. დაკავებული ამბობს, რომ ბანკში შეჭრა ვალების გამო გადაწყვტა.