28 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ახალი შეთავაზება თვისობრივად განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რაც იდო მოლაპარაკებების მაგიდაზე - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი თვისობრივად განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რაც მოლაპარაკებები მაგიდაზე იდო.

"ნახეთ აშშ-ის და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, ნახეთ ის განცხადებები, რაც გაკეთდა ვაშინგტონში და კეთდება ბრიუსელში, ვხედავთ, რომ დასავლეთი ელოდება შეთანხმებას და ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის საბოლოო დებულებები უნდა იყოს მისაღები დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოეწერება.

"ქართული ოცნების" განაცხადი, რომ ისინი ხელს აწერდნენ დოკუმენტს, რომელშიც იყო რეზერვაციები ოპოზიციის მხრიდან, მათ მიუთითეს, რომ ვერ იქნებოდა პრობლემის გადაჭრა და ამის შედეგია, რომ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი თვისობრივად განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რაც იდო მოლაპარაკებების მაგიდაზე.

რატომ არ გამოცხადდა "ქართული ოცნება" შეხვედრაზე ჩემთვის გაურკვეველია, შეთანხმებაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან უცნობია "ქართული ოცნების" პოზიცია,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები